პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა

2,5 ათ. ნახვები8

    ხმაურიანი საპარლამენტო მოსმენების შემდეგ სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას უვადოდ 14 კანდიდატი მოირგებს. მათ შორის არიან იუსტიციის საბჭოს მდივანი და გენერალური პროკურორი.
    ხუთმა კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. კენჭისყრამ ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ბოიკოტის და აქციის ფონზე ჩაიარა. წარსული ბიოგრაფიის და არასათანადო კვალიფიკაციის არგუმენტებით ოპონენტები, უფლებადამცველები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები მმართველ გუნდს კანდიდატების ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ. პლენარული სხდომისგან გასხვავებით, ხმაურიანი აღმოჩნდა დილით ამავე საკითხზე იურიდიულ კომიტეტში ჩატარებული კენჭისყრა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. დარბაზში სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო. დღევანდელი კენჭისყრით დასრულდა
    მწვავე პროცესი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ იუსტიციის საბჭოდან პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი ცნობილი სიის წარდგენით დაიწყო.
    თეონა მანაგაძეს ვრთავთ პარლამენტიდან.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/2WZv1qY
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - gesels.info
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

    გამოქვეყნდა 2 თვის წინ

    კომენტარები

    1. ili abu

      ქოცებმა დაამტკიცეს, რომ ჭეშმარიტად ყოფილი ნაცები არ არსებობენ. ამის მერე ამ გარეწარი რეჟიმის მეხოტბეებმა ვიღაზე უნდა თქვან და ნაცობის იარლიყი ვის უნდა მიაწებონ?! ყველას კარგად გვახსოვს მერაბიშვილის ძმაკაცი ივანიშვილი 2011 წლამდე სადაც იყო.

      1. meri gvritadze

        O

    2. Romeo Balanchivadze

      Gajjujet magati sinsilaaaa .....nacebo getknebattt deduaaaaaa